გიორგი მარგველაშვილმა ფინეთის თავდაცვის მინისტრი მიიღო

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ფინეთის თავდაცვის მინისტრს იუსი ნიინისტოს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
საქართველოს პრეზიდენტმა ფინელ სტუმართან თავდაცვის საკითხებში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე და სამშვიდობო მისიებში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
იუსი ნიინისტომ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ფინეთის მხარდაჭერას გაუსვა ხაზი. განიხილეს საქართველოსათვის ფინეთის თავდაცვის სისტემის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა.
შეხვედრისას განიხილეს ასევე რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და აღინიშნა, რომ ფინეთიც და საქართველოც მცირე ზომის ქვეყნები არიან და მსოფლიო უსაფრთხოების გარემოში ცვლილებებს დიდ ყურადღება უნდა უთმობდნენ.

Visited 95 times, 1 visit(s) today