გიორგი მარგველაშვილმა ქუთაისელებს გვირილობის სახალხო დღესასწაული მიულოცა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქუთაისელებს გვირილობის სახალხო დღესასწაული მიულოცა და ქუთაისში საზეიმო ღონისძიებებს შეუერთდა. პრეზიდენტმა ფერწერული ნამუშევრების სადღესასწაულო გამოფენა დაათვალიერა და პირველი სკოლის მოსწავლეებს შეხვდა.

“მშვენიერი განწყობაა დღეს. ეს ზეიმი კი, ამ ქალაქის ლამაზი სიმბოლოა! ყველა ქუთაისელს ვულოცავ და მინდა გისურვოთ, რომ ჩვენს ყოფაში არსებული მთელი სირთულე მალე დავძლიოთ. ვიცი, რომ ქუთაისიდან ძალიან ბევრი ადამიანია წასული იმისთვის, რომ თავისი ოჯახები გააძლიეროს და არჩინოს.
მინდა, რომ მომავალ წელს და შემდეგ წლებში კიდევ უფრო მეტი ქუთაისში დამბრუნებელი ქუთაისელი დაესწროს და თქვენთან ერთად იზეიმოს!”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

Visited 176 times, 1 visit(s) today