გიორგი მარგველაშვილს ეკონომიკური ფორუმის სპეციალური ჯილდო გადაეცა

06/09/2017

კრინიცას ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, კონფერენციის მონაწილე მაღალი რანგის სტუმრებისათვის გალა-დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელზეც გიორგი მარგველაშვილს ეკონომიკური ფორუმის სპეციალური ჯილდო გადაეცა.
კონგრესცენტრში საქართველოს პრეზიდენტს ჯილდო 2005 – 2010 წლებში უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშენკომ გადასცა.
საქართველოს პრეზიდენტმა ფორუმის მონაწილე სხვადასხვა სახელმწიფოთა მეთაურებს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ბიზნესის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა ჯილდოსათვის და განაცხადა, რომ დღევანდელმა ფორუმმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ქართველი და პოლონელი ხალხის საერთო ღირებულებები: თავისუფლება, ადამიანის უფლებები და სამართლებრივი სახელმწიფო.
,,ჩემთვის დიდი პატივია ფორუმის სპეციალური პრიზის მიღება. გულწრფელ მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს ესოდენ დიდი დაფასებისათვის”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ისაუბრა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობის შესახებ და განაცხადა, რომ საქართველო აუცილებლად მიაღწევს დასახულ მიზანს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0