გიორგი მარგველაშვილს საქართველოში ლუქსემბურგის საჰერცოგოს ახლადდანიშნულმა ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა

19/02/2018

საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს საქართველოში ლუქსემბურგის საჰერცოგოს ახლადდანიშნულმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ფლორენს ენშმა რწმუნებათა სიგელები გადასცა. სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა ფლორენს ენშთან შეხვედრა გამართა.
მხარეებმა საქართველოსა და ლუქსემბურგის საჰერცოგოს შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ახლადდანიშნულმა ელჩმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, არაღიარების პოლიტიკის, ასევე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა.
საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოში ლუქსემბურგის საჰერცოგოს ახალ ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0