გიორგი სალუქვაძის სახელობის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ოზურგეთში ცნობილი ქორეოგრაფისა და ლოტბარის, საქართველოს სახალხო არტისტის, გიორგი სალუქვაძის სახელობის ფოლკლორის VIII საერთაშორისო კონკურს-ფესტივალი გაიმართა. ფესტივალში ადგილობრივი და უცხოური ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლები მონაწილეობდნენ. კონკურს-ფესტივალის ფარგლებში, ქალაქ ოზურგეთში, გიორგი სალუქვაძის გორელიეფი, გვირგვინით შეამკეს გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცხემლისხიდის ადმინისტრაციულ ერთეულში გიორგი სალუქვაძის სახელობის სახლ-მუზეუმში გაიმართა ღონისძიება, რომელსაც მოწვეულ სტუმრებთან ერთად უცხოელი ვიზიტორებიც დაესწრნენ. გიორგი სალუქვაძის სახელობის ფოლკლორის VIII საერთაშორისო კონკურს-ფესტივალის დასკვნითი ნაწილი დღეს დაბა ურეკში გაიმართება. ურეკის ბულვარში მოეწყობა ფესტივალში მონაწილე ანსამბლების საზეიმო მსვლელობა. ფესტივალი გალა-კონცერტით და მონაწილე ანსამბლების დაჯილდოებით დასრულდება.

Visited 182 times, 1 visit(s) today