გიორგი სახოკიამ კოვიდის რეგიონული შტაბის წევრებთან მორიგი შეხვედრა გამართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი სახოკიამ დღეს კოვიდის რეგიონული შტაბის წევრებთან მორიგი შეხვედრა გამართა და მათთან ერთად განიხილა ეპიდვითარება რეგიონში. გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში დაინფიცირების 18 ფაქტი გამოვლინდა: ოზურგეთში – 5, ლანჩხუთში – 13, ჩოხატაური – 0. შეხვედრაზე განიხილეს ის ნაბიჯები, რომელიც შეიძლება გადაიდგას ინფიცირებულთა რიცხვის შესამცირებლად. დღეის მონაცემებით, გურიის რეგიონში 177 კოვიდდადებითი პაციენტია: ოზურგეთში – 55, ლანჩხუთში – 104, ჩოხატაურში – 18. თვითიზოლაციაში იმყოფება 446 ადამიანი, დაფიქსირებულია გარდაცვალების 63 შემთხვევა, ჯამში, რეგიონში ბოლო ორი კვირის განმავლობაში ინფიცირების 2 %-იანი მაჩვენებელი გვაქვს.

Visited 74 times, 1 visit(s) today