გიორგი სახოკიამ ოზურგეთში, ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი დაათვალიერა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი სახოკიამ ოზურგეთში, ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი დაათვალიერა, რომელსაც ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. თეატრი თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა, მას გააჩნია მსახიობთათვის საგრიმიორო, სარეკვიზიტორო, სადურგლო საამქროები, შენობაში არის სხვადასხვა სარეპეტიციო სივრცე, ხმის ჩამწერი სტუდია, ოთახები მუზეუმისთვის, სამხატვრო სადეკორაციო -სახელოსნოსთვის, მცირე დარბაზი – ექსპერიმენტული სცენა, რომელსაც დამოუკიდებლად ფუნქციონირება შეუძლია; აქვს დიდი მოცულობის სარდაფი, სულ მალე ექნება რადიო-თეატრი “გეყურება”. თეატრს მინიჭებული აქვს საქართველოს კულტურის ძეგლის სტატუსი.

Visited 72 times, 1 visit(s) today