გიორგი სეთურიძე საავტომობილო გზების მოვლა-შენახვის ზედამხედველებს და კონტრაქტორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გიორგი სეთურიძე საავტომობილო გზების მოვლა-შენახვის ზედამხედველებს და კონტრაქტორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე პრობლემური საკითხები და ზამთრის სეზონისათვის მოსამზადებელი სამუშაოები განიხილეს. კონტრაქტორებმა გზების მოვლა-შენახვისათვის საჭირო ღონისძიებების – ქვიშა-მარილის მარაგის შექმნის, ტექნიკის მომზადების, საყრდენი პუნქტების გამართვის შესახებ დეტალური ინფორმაცია წარმოადგინეს.
დაწყებულია მოსამზადებელი სამუშაოები, რათა საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე ზამთრის განმავლობაში ავტოტრანსპორტი შეუფერხებლად და უსაფრთხოდ გადაადგილდეს. ზედამხედველებს გზებზე განსახორციელებელი სამუშაოების კონტროლი დაევალათ.

Visited 191 times, 1 visit(s) today