გიორგი სეთურიძე Power China-ის წარმომადგენლებს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე კომპანია „ Power China International Development“-ის წარმომადგენლებს შეხვდა. კომპანია დაინტერესებულია საქართველოში კერძო და საჯარო პარტნიორობის მოდელის (Public-Private Partnership (PPP)) ფარგლებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით. საჯარო და კერძო სექტორს შორის პარტნიორობა წარმოადგენს სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის ხელსაყრელ, საშუალო და გრძელვადიან პარტნიორობას, რომელიც მიზნად ისახავს პოლიტიკურ და საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას და სრულყოფას ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე. გიორგი სეთურიძემ, „Power China International Development“-ის წარმომადგენლებს დეპარტამენტის მიერ დაგეგმილი ინფარსტრუქტურული პროექტები გააცნო. კომპანია, თავის მხრივ შემდგომი თანამშრომლობის შესახებ წინადადებებს წარმოადგენს. „Power China International Development“-ი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მსხვილმასშტაბიან ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ პროექტებს ახორციელებს.

Visited 151 times, 1 visit(s) today