გიორგი ურუშაძე, მოქალაქეთა ყოველკვირეულ მიღებას დაესწრო

09/02/2024

გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, მოადგილესთან ზაზა შოშიტაიშვილთან და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერთან ალექსანდრე სარიშვილთან ერთად მოქალაქეთა ყოველკვირეულ მიღებას დაესწრო. სახელმწიფო რწმუნებულმა ადგილობრივებისგან მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები მოისმინა, რომელიც ძირითადად სოციალურ, ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურულ საკითხებს შეეხებოდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0