გიორგი ურუშაძე სამხარეო ადმინისტრაციაში საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორს შეხვდა

10/11/2022

გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ სამხარეო ადმინისტრაციაში საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორთან ალექსანდრე თევდორაძესთან და კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, სადაც რეგიონში წყლის სისტემის მოწყობის საპროექტო-სამშენებლო საკითხებზე იმსჯელეს. ასევე, ადგილზე გაეცნენ მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს. გურიის სამივე მუნიციპალიტეტში აქტიურ ფაზაშია წყალმომარაგებისთვის საჭირო ქსელის მოწყობის სამუშაოები და მისი დასრულების შემდეგ 35 000-მდე ბენეფიციარს გაუუმჯობესდება წყლის მიწოდება.
გურიის რეგიონისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, 125 მლიონ ლარამდე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0