გიორგი ურუშაძის ხელმძღვანელობით, სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

21/07/2021

გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი ურუშაძის ხელმძღვანელობით, სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.
სხდომაზე მიმდინარე წელს დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მუნიციპალიტეტების წინაშე მდგარ სხვა მნიშვნელოვან საკითხებსა და საჭიროებების შესახებ იმსჯელეს, ასევე, 2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებიც განიხილეს. პროგრამის ფარგლებში, სამივე მუნიციპალიტეტს წარმოდგენილი ჰქონდა საგრანტო კონკურსზე გასატანი საპროექტო წინადადებები, რომელთა კონკურსის მეორე ეტაპზე შერჩევისა და მოწონების შემთხვევაში პროექტები ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება. საბჭოზე, ასევე, კოვიდის საწინააღმდეგო ახალი რეგულაციების დაცვისა და ვაქცინაციის კუთხით არსებული მდგომარეობა განიხილეს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რეგიონში მცხოვრები მოქალაქეებისთვის არის, ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალება. საკონსულტაციო საბჭოს სხდომას, რწმუნებულის მოადგილეები და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0