გიორგი ქობულიამ შვედეთის ელჩთან ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები განიხილა

16/10/2018

ეკონომიკისა და მდგრადინ განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ შვედეთის ელჩს ულრიკ თიდესთრომს შეხვდა, რომელიც თავის მოვალეობას საქართველოში მიმდინარე წლის სექტემბრიდან ასრულებს.
შეხვედრაზე განხილული იყო ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები, ასევე სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. გიორგი ქობულიამ შვედეთის ელჩს საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, აგრეთვე ევროკავშირის წინაშე ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობა განიხილეს.
აღინიშნა, რომ შვედეთის მხარე ყურადღებით აკვირდება საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ვითარებას და გამოთქვამს იმ რეფორმების მხარდაჭერას, რომლის მიზანსაც ქვეყნის ეკონომიკის ინკლუზიური განვითარება წარმოადგენს.
შეხვედრაზე ასევე გამახვილდა ყურადღება თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისეთ სექტორებში, როგორიცაა ტრანსპორტი, ლოგისტიკა, ენერგეტიკა, ნარჩენების მართვა და სხვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0