გიორგი ქობულია ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

17/08/2018

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე დაესწრო.
შეხვედრაზე ტურისტული ასოციაციებისა და ტუროპერატორთა წარმომადგენლებმა სექტორის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა ტურიზმის სექტორისთვის პროფესიული კადრების მომზადების გაუმჯობესება, ტურისტული კომპანიების დაბეგვრასთან დაკავშირებული რეგულაციების გამარტივება, ტურისტული ტრანსპორტის რეგულირება და სხვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0