გიორგი შენგელიამ 4 საპატიო ზუგდიდელი დააჯილდოვა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის შესასვლელთან „ვლაქერნობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, „CHEK IN GEORGIA“ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით თბილისის „ბიგ ბენდისა “ და „ქართული ხმების“ ერთობლივი კონცერტო გაიმართა. ღონისძიებაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ 4 საპატიო ზუგდიდელი დააჯილდოვა.
საპატიო ზუგდიდელებად, სპეციალურად შექმნილმა კომისიამ, რომლის შემადგენლობაში როგორც მერიისა და საკრებულოს, ასევე არასამთავრობოს სექტორის წარმომადგენლები იყვნენ, 4 სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ზუგდიდელი გამოავლინა.

“ჩემთვის დიდი პატივია საპატიო ზუგდიდელის დაჯილდოება. ადამიანებმა, რომლებმაც საპატიო ზუგდიდელის წოდება მიიღეს, ქალაქის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვით. ზუგდიდს არაერთი ღირსეული ადამიანი ჰყავს და ეს ტრადიცია მომავალშიც გაგრძელდება”-აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

საპატიო ზუგდიდელის წოდება მიენიჭა სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ზუგდიდის რაიონული სამსახურის ხელმძღვანელს მარინე წულეისკირს, ქორეოგრაფის რაინდად წოდებულს, დამსახურებულ პიროვნებას რეზო ჩხეიძეს, სსიპ ზუგდიდის N10 საკარო სკოლის დირექტორს ზურაბ კუპრეიშვილს და სამგზის მსოფლიო ჩემპიონს კიკბოქსში დავით ქირიას. მათ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისგან სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
ღონისძებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში მერაბ ქვარაია, სასულიერი პირები და საზოგადეობის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გიორგი შენგელიამ, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმესთან და მერის მოადგილეებთან ერთად, რეზო ჩხეიძეს ოჯახში ესტუმრა და საპატიო ზუგდიდელის წოდების მინიჭება პირადად მიულოცა.

Visited 73 times, 1 visit(s) today