გიორგი ჩაკვეტაძე „ფონიჭალის ახალგაზრდულ ცენტრში“ მიმდინარე სასწავლო პროცესს გაეცნო

28/11/2017

თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე, კომისიის წევრებთან ერთად, „ფონიჭალის ახალგაზრდულ ცენტრში“ მიმდინარე სასწავლო პროცესს გაეცნო.
საკრებულოს წარმომადგენლებს თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანების ხელმძღვანელმა კახა აბულაძემ ცენტრის შენობა დაათვალიერებინა და მისი ფუნქციონირებისა და მოქმედი სასწავლო პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
„მნიშვნელოვანია, რომ თბილისის ყველა უბანში იყოს მსგავსი სასწავლო ცენტრები, სადაც ახალგაზრდებს შეეძლებათ სხვადასხვა შემეცნებითი და ინტელექტუალური საქმიანობით დაკავდნენ“,- განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
კომისიის თავმჯდომარის თქმით, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია, ადგილობრივ თვითმმართველობას დაქვემდებარებულ ყველა სპორტულ და ახალგაზრდულ ცენტრში მიმდინარე სასწავლო პროცესების გაცნობას გეგმავს.
აღსანიშნავია, რომ „ფონიჭალის ახალგაზრდულ ცენტრში“ ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა სასწავლო კურსები ფუნქციონირებს. ცენტრის სერვისებით სარგებლობა ახალგაზრდული და ახალგაზრდებთან მომუშავე ორგანიზაციებისთვის უფასოა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0