გიორგი ჩერქეზიშვილი სლოვაკეთის დელეგაციას შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი დღეს სლოვაკეთის დელეგაციას შეხვდა, რომლის შემადგენლობაში სლოვაკეთის „ექსიმ ბანკ“-ის გენერალური დირექტორი დუშან კეკეტიც შედის.
როგორც შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს, საქართველოსა და სლოვაკეთს წარმატებული თანამშრომლობის მრავალწლიანი ისტორია აქვთ. გიორგი ჩერქეზიშვილმა და დუშან კეკეტმა ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებსა და იმ დიდ პოტენციალზე, რომელიც ქვეყნებს შორის არსებობს ვაჭრობის, ტურიზმისა და ეკონომიკის სხვა სფეროებში.
სლოვაკურმა მხარემ სლოვაკეთის მთავრობისა და „ექსიმ ბანკ“-ის მხარდაჭერით მზადყოფნა გამოხატა კონკრეტული საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სლოვაკეთის ელჩი საქართველოში რუდოლფ მიხალკა და საქართველოს საპატიო კონსული სლოვაკეთში ნოდარ გიორგაძე.

Visited 182 times, 1 visit(s) today