გიორგი ჩერქეზიშვილმა, სამეწარმეო მარკეტი დაათვალიერა

25/06/2018

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში მიმდინარე სამეწარმეო მარკეტი დაათვალიერა. გიორგი ჩერქეზიშვილი ერას მოედანზე გამართულ სამეწარმეო მარკეტს საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელთან, მიხეილ ხიდურელთან ერთად ესტუმრა. სამეწარმეო მარკეტზე გამოფენილია პროგრამის „აწარმოე საქართველოში“, კერძოდ, მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტის ბენეფიციარების მიერ წარმოებული პროდუქცია. გარდა ამისა, ბათუმში მიმდინარე სამეწარმეო მარკეტზე წარმოდგენილია ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს სტარტაპები და განთავსებულია სხვადასხვა სტენდები, მათ შორის ის სიმულატორები, რომლებზეც საზღვაო აკადემიის სტუდენტები სწავლობენ. გიორგი ჩერქეზიშვილმა მცირე მეწარმეობის განვითარების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით ხელშეწყობის აუცილებლობაზე ისაუბრა. მინისტრის ინფორმაციით, პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ მომავალშიც გაგრძელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0