გიორგი ჩერქეზიშვილმა Spotlight-ის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

05/11/2017

თბილისი Spotlight-ს წელს უკვე მეხუთედ მასპინძლობს. ეს არის პირველი ქართული მარკეტინგული ღონისძიება, რომელიც Marketer.ge-ს ინიციატივით იმართება და მისი მიზანი საქართველოს ბიზნესის სფეროში დასაქმებული ადამიანების განვითარება, ქართველი სპიკერების გამოცდილების ამაღლება და მათთვის გლობალურ ღონისძიებაში მონაწილეობის შესაძლებლობის მიცემაა.
2017 წლის „სფოთლაითის“ პანელური დისკუსიის სტუმარი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი იყო. მინისტრის მოადგილემ დეტალურად ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა შესაძლებლობას აძლევს დღეს ქართული ბაზარი დამწყებ ბიზნესმენებს და რა როლი აქვს ეკონომიკისსა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ამ ინდუსტრიის განვითარებისთვის.
ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით, „სფოთლაითი“ მარკეტინგული ინდუსტრიის წარმომადგენლებს აძლევს სივრცესა და დროს კომუნიკაციისთვის, გამოცდილების გაზიარებისა და იდეების გაცვლისთვის. მათი ინფორმაციით, 5 ნოემბრის ღონისძიება განსხვავებული ფორმატით იმართება – მას საგანმანათლებლო და სადისკუსიო ნაწილი შეემატა. შესაბამისად, თუ ადრე “სფოთლაითი“ მხოლოდ მარკეტინგსა და შემოქმედებით ინდუსტრიაზე იყო ფოკუსირებული, წელს აქცენტი მეწარმეებსა და სტარტაპებზე გაკეთდა.
წლევანდელ „სფოთლაითზე“ 450 დამსწრეს საკუთარ ბიზნესგამოცდილებას 26 სპიკერი გაუზიარებს. შეხვედრებს პრაქტიკულ-სემინარული ხასიათი ექნება. ღონისძიების მხარდამჭერია „თიბისი ბანკის“ პროექტი “სტარტაპერი”.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0