გიორგი ჭიღვარიამ ახლადდანიშნულ სამსახურის უფროსებთან თათბირი გამართა

29/01/2018

ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ დღეს ახლადდანიშნულ სამსახურის უფროსებთან, ადგილობრივი მუნიციპალური ერთეულების წარმომადგენლებთან და ააიპების ხელმძღვანელებთან ერთად პირველი თათბირი ჩაატარა. გიორგი ჭიღვარიამ თითოეულ მათგანს კონკრეტული დავალებები მისცა და აღნიშნა, რომ ქუთაისის მერიის ყველა სამსახური და განყოფილება უნდა იყოს ხალხის სამსახურში რათა ყველა მოქალაქის პრობლემა თუ საკითხი დროულად მოგვარდეს. ქუთაისის მერი დღევანდელ თათბირზე გარევაჭრობის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ის ტერიტორიები სადაც გარევაჭრობა მიმდინარეობს მაქსიმალურად უნდა დასუფთავდეს, რათა ადგილობრივი მოსახლეობა ანტისანიტარიამ არ შეაწუხოს.

“ქუთაისის მერია თავისი ყველა სამსახურით და განყოფილებით უნდა იყოს ხალხის სამსახურში და მოსახლეობის ყველა პრობლემა დროულად გადაჭრილი. ჩვენ ვალდებულება და პასუხისმგებლობა გვაქვს ყველა მოქალაქის წინაშე, რომ მომდევნო 4 წელი ქუთაისისთვის იქნება გადამწყვეტი. ჩვენი ქალაქი უნდა გახდეს მეტად პერსპექტიული, მიმზიდველი და საინტერესო ვიდრე აქამდე იყო. ნდობას ვუცხადებ თითოეულ თქვენგანს და ვიმედოვნებ რომ 4 წლის განმავლობაში ვიქნებით პროდუქტიულები და ჩვენი შრომა ქუთაისისთვის იქნება ნაყოფიერი,”-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0