გიორგი ხოჯევანიშვილი, ოკამის, ლამისყანისა და ქვემო ჭალის მოსახლეობას შეხვდა

05/09/2019

კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების – ოკამის, ლამისყანისა და ქვემო ჭალის მოსახლეობას შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბოხუა, კასპის მაჭორიტარი დეპუტატი ირაკლი მეზურნიშვილი და ადგილობრივი თვითმმართელობის წარმომადგენლები შეხვდნენ.
ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებზე საუბარი სახელმწიფო და მუნიციპალურ პროგრამებსა და პროექტებს შეეხო. ყურადღება ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, განათლების, სოციალური დაცვისა და სოფლის მეურნეობის პროექტებზე გამახვილდა.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა იმ პროექტებზე ისაუბრეს რაც კასპის მუნიციპალიტეტში უნდა განხორციელდეს, ასევე ხაზი გაესვა გადაწყვეტილების პროცესში მოქალაქეების ჩართულობის მნიშვნელობას.
ადგილობრივებმა შეხვედრაზე იმ საჭიროებების შესახებ ისაუბრეს, რაც მათთვის პრიორიტეტულია. ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, მსგავსი სახის შეხვედრები მნიშვნელოვანია მომავალი წლების დაგეგმვის პროცესში რადგან უშუალოდ, მოსახლეობის მხრიდან იღებენ ზუსტ ინფორმაციას კონკრეტული სოფლებისა თუ დასახლების საჭიროებების შესახებ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0