კასპის სპორტულ კომლექსში ადგილობრივ სპორტსმენებსა და მწრთვნელებს შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი და ადგილობრივი თვითმმართელობის წარმომადგენლები შეხვდნენ. შეხვედრაზე კასპის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობასა და განვითარებაზე, ასევე, არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. რეგიონის პირველმა პირმა აღნიშნა, რომ კასპის სპორტული მიღწევები მისთვის მნიშვნელოვანი და საამაყოა.
„თქვენ არა მარტო მუნიციპალიტეტი წარმოაჩინეთ ქვეყნის გარეთ, არამედ რეგიონი და სრულიად საქართველო, რისთვისაც თითოეულ თქვენგანს მადლობას გიხდით. ქვეყანაში პანდემიის გამო აქტიური სპორტული ცხოვრება დროებით შეჩერდა, მაგრამ ეს დროებითია და მალე ყველაფერი თავის კალაპოტს დაუბრუნდება. მთავარია, გააგრძელოთ ვარჯიში, ამისთვის კასპს აქვს შესანიშნავი სპორტული ბაზა, ჩვენ კი მაქსიმალურად შეგიწყობთ ხელს.“ – აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა.