გიორგი ხოჯევანიშვილმა ,,გორის დღე 2019“-ის მოსამზადებელი სამუშაოები დაათვალიერა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შიდა ქართლის რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ,,გორის დღე 2019“-ის მოსამზადებელი სამუშაოები დაათვალიერეს, რომელიც ხვალ გაიმართება.
13:00 საათიდან დღესასწაული კირიონ II-ის ქუჩიდან დაიწყება და გორის ციხემდე გაგრძელდება. გოგებაშვილის ახლადრეაბილიტირებულ ქუჩაზე კი ბავშვებისთვის სხვადასხვა სახის გასართობის სივრცე მოეწყობა.
გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების მიერ მოწყობილ გამოფენა – გაყიდვაზე შეძლებთ შეიძინოთ სოფლის მეურნეობის პროდუქტები, დააგემოვნოთ ადგილზე გამოხდილი ჭაჭა, ქვევრის ღვინო, საწნახელში დაწურული მაჭარი და ამოავლოთ ჩურჩხელები. მოეწყობა წინდების ქსოვისა და კერამიკის მასტერკლასები. დღის განმავლობაში მოეწყობა კულტურილი, სპორტული და შემეცნებითი ღონისძიებები.
“გორის დღე 2019” – ზე კუთხეებს წარმოადგენენ კასპის, ქარელის, ხაშურის, ქურთის, ერედვისა და თიღვის მუნიციპალიტეტები.
გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი კი 17:00 საათზე გორის ქალთა კამერული გუნდის, ს. ცინცაძის სახელობის გორის მუსიკალური კოლეჯის გოგონათა გუნდისა და ანსამბლ „გორის“ კონცერტს უმასპინძლებს. ასევე, გაიმართება “საპატიო გორელის“ წოდების მინიჭების ცერემონია.
დღის ბოლოს, 19:00 საათზე, გოგებაშვილის ქუჩაზე, „გორის დღე 2019 “ – ს გალა – კონცერტი დაასრულებს.

Visited 94 times, 1 visit(s) today