კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თელიანში მდებარე მეფრინველეობის ფერმა სრული დატვირთვით ფუნქციონირებს. საწარმო “თელა” ქათმის ხორცით ამარაგებს ადგილობრივ ბაზარს და სრულად ფარავს “კარფურის” ქსელებს. შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა ფერმა ადგილზე დაათალიერა, საწარმოს წარმომადგენლებს შეხვდა და სამუშაო პროცესს გაეცნო. საწარმოს წარმომადგენლების თქმით, მუშაობა სრული დატვირთვით მინდინარეობს, პროდუქცია კი მაღალი ხარისხით გამირჩევა. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის პარალელურად ფერმას მუშაობა არც ერთი დღე არ შეუწყვეტია და უწყვეტად ამარაგებდა პროდუქციით ბაზარს. ასევე, მუშაობის პროცესში სრულადაა დაცული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მიღებული უსაფრთხოების რეკომენდაციები. ფერმა შეღავათიანი აგროკრედიტის მოსარგებლეა და ჯამში 1,5 მილიონ ლარის ინვესტიცია განხორციელდა. საწარმოში, ძირითადად, ადგილობრივები არიან დასაქმებულები. ასევე, შიდა ქართლის რწმუნებულმა ფერმის ტერიტორიაზე გაშენებული ვენახიც დაათვალიერა, სადაც ადგილობრივი ვაზის ჯიშებია გაშენებული.