„გიყვარდეს შენი ქალაქი“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის ახალი ინიციატივა

31/03/2018

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის, კახაბერ მახათაძის ინიციატივით, 2018 წლის 31 მარტს საფუძველი ჩაეყარა ქალაქის დასუფთავების მასშტაბურ აქციას „გიყვარდეს შენი ქალაქი“. დასუფთავების აქციას პირადად ხელმძღვანელობდა ქალაქის მერი და მასში მონაწილეობას მუნიციპალიტეტის მერია, საკრებულო, ა (ა) იპ დაწესებულებები, საჯარო სკოლები, ქალაქის მოსახლეობა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები იღებდნენ. აქციის მიმდინარეობისას, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურთან ერთად, კახაბერ მახათაძე ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ახალი ურნების განთავსების პროცესსაც ადევნებდა თვალყურს. მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით ზესტაფონს 50 ცალი ურნა გადაეცა. აქცია „გიყვარდეს შენი ქალაქი“ სხვადასხვა სახის აქტივობებს აერთიანებს. მათ შორისაა: „გაამწვანე შენი ქალაქი“; დასუფთავების პროცესში ჩართულმა მერმა და მოადგილემ დავით ჩირგაძემ დღეს ასევე წიწვოვანი ჯიშის ხეებიც დარგეს ახალ სკვერში. დასუფთავების მასშტაბური აქცია ამიერიდან ყოველი თვის ბოლო შაბათ დღეს მოეწყობა. ღონისძიებას ასევე ექნება კონკურსის ხასიათი, რის შემდეგაც გამოვლინდებიან ყოველი თვის შემდეგი ნომინანტები: „საუკეთესო კომპანია“; გამარჯვებული ამხანაგობიდან „ყველაზე სუფთა და ლამაზი ეზო“; „ყველაზე მზრუნველი მოქალაქე“; „საუკეთესო ინიციატორი“ .

Tweet about this on TwitterShare on Facebook0