გლდანის რაიონში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

30/04/2017

თბილისის მერის მოადგილემ გიგა ნიკოლეიშვილმა და გლდანის რაიონის გამგებელმა დიმიტრი ორმოცაძემ იპოლიტოვ-ივანოვისა და მეგობრობის ქუჩებზე მიმდინარე საგზაო სამუშაოები დაათვალიერეს.
იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩაზე 2400 კვ.მ-იან მონაკვეთზე ასფალტის ახალი საფარი დაიგება. მეგობრობის ქუჩაზე კი მოწესრიგდება ასფალტის საფარი, მოეწყობა ბორდიურები და საფეხმავლო ბილიკები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0