გლობალური კავშირების ინიციატივის ფორუმი

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დღეს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა აშშ სახელმწიფო დეპარტამენტისა და მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება გახსნეს სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ და მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა ჯიმ კიმმა. ფორუმს ესწებოდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ფინანსთა მინისტრები და მსხვილი გლობალური საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კავშირგაბმულობის კორპორაციების გენერალური დირექტორები.
გამომსვლელებს შორის იყვნენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტი სერ სუმა ჩაკრაბარტი და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტი ჟინ ლიქუინი
გლობალური კავშირების ინიციატივა მიზნად ისახავს მსოფლიოში ეკონომიკური ზრდისა და განვითარების სტიმულირებას მეოთხე ტექნოლოგიური რევოლუციის გზით. ევრობანკის პრეზიდენტი თავის გამოსვლაში შეეხო საქართველოში განხორციელებულ პროექტებს და წარმატებულ გამოცდილებას.

Visited 164 times, 1 visit(s) today