გოგი მეშველიანი კომპანია PKF Georgia-სა და ფრანგული საერთაშორიო საკონსულტაციო ფირმის Seureca წარმომადგენლებს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგი მეშველიანი კომპანია PKF Georgia-სა და ფრანგული საერთაშორიო საკონსულტაციო ფირმის Seureca წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ბოლნისის კომუნალური ინფრასტრუქტურისა და მყარი ნარჩენების მართვის საკითხებზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშომლობაზეც შეთანხმდნენ. საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს მყარი ნარჩენების მართვის სფეროში საკუთარი საქმიანობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
“მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასა” და “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს” შორის გასულ წელს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც ქვემო ქართლში ახალი საერთაშორისო სტანდარტების რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელის მშენებლობა მიმდინარეობს. ახალი ნაგავსაყრელი რეგიონის 5 მუნიციპალიტეტს (ბოლნისი, წალკა, დმანისი, თეთრიწყარო, მარნეული) მოემსახურება და მათი აუცილებელი ტექნიკური საშუალებებით აღჭურვაც მოხდება.

“ჩვენ გვქონდა შეხვედრა რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან საქართველოში, რომლებიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კონტრაქტორები არიან. ჩვენ მათთან ერთდ ვაპირებთ ნარჩენების მართვის სამოქმედო გეგმის შემუშავებას. აგრეთვე ისინი გაგვიწევენ სხვადასხვა სახის დახმარებას, პირველ რიგში მეთოდოლოგიურ და თანამშრომელთა გადამზადების კუთხით, რათა ჩვენმა სამსახურებმა ევროპული გამოცდილების გაზიარებით განაგრძონ შემდგომი ოპერირება”,-განაცხადა მეშველიანმა.

Visited 416 times, 1 visit(s) today