გოგი მეშველიანი, სენების, ძველი ქვეშისა გეტას მოსახლეობას შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის წევრი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი სოფლების: სენების, ძველი ქვეშისა გეტას მოსახლეობას შეხვდნენ. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ადგილობრივებს მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სოციალურ პროგრამებზე მიაწოდეს ინფორმაცია. გოგი მეშველიანი, დავით შერაზადიშვილი და თამაზ ჟორჟოლიანი ასევე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებსაც გაეცნენ. სოფელ გეტაში მათ ის ადგილიც მოინახულეს, სადაც ახალგაზრდებს სპორტული მოედნის მოწყობა სურთ.

Visited 136 times, 1 visit(s) today