საქართველოს პარლამენტის წევრი, გოგი მეშველიანი სამაჟორიტარო ოლქში მუნიციპალიტეტის მერთან, დავით შერაზადიშვილთან და თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთადმ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის, სოფელ ტალავერში „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების“ კომპანიის პროექტით და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მიმდინარეობს წყალმომარაგების ქსელის გაფართოების სამუშაოები. პროექტის ღირებულება 470 ათას ლარს შეადგენს.აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივებს სასმელი წყლის პრობლემა სრულად მოუგვარდება.
„მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც მიმართულია მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებისკენ.“ – აღნიშნა გოგი მეშველიანმა
აქტიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები, რის ფარგლებშიც, სოფელ ფარიზში ასფალტო-ბეტონის გზის დაგების და სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია ხორციელდება 500 გრძივ მეტრზე, ასფალტო-ბეტონის გზა იგება.
ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, 400 გრძივ მეტრზე კი სარწყავი არხის რეაბილიტაცია განხორციელდება, პროექტის სრული ღირებულება 370 000 ლარს შეადგენს. სამუშაოები „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით სრულდება.