ბოლნისის მუნიციპალიტეტის, სოფელ რატევანში შიდა საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, პროცესს ადგილზე ბოლნისის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი, საკრებულოს წევრებთან ერთად გაეცნო. პროექტის ფარგლებში 1 550 გრძივ მეტრზე ორფენიანი ასფალტის საფარი დაიგება და გვერდული სანიაღვრეები მოეწყობა. 767 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოები „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
Visited 78 times, 1 visit(s) today