გოგი მეშველიანმა მამხუტში არსებული მდგომარეობა მიმოიხილა

14/03/2017

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატის, გოგი მეშველიანის ბიუროში მამხუტის თემში არსებული საკითხების განხილვას დაესწრო.
საქართველოს პარლამენტის წევრმა, გოგი მეშველიანმა, მუნიციპალიტეტის გამგებელთან დავით შერაზადიშვილთან და საკრებულოში მამხუტის თემის დეპუტატთან, რასულ ბახტიაროვთან ერთად, მამხუტში არსებული მდგომარეობა მიმოიხილა.
როგორც აღმოჩნდა, ამ დროისთვის მამხუტის თემში ყველაზე აქტუალური სარწყავი წყლის საკითხია. როგორც ირკვევა, შეჩერებულია იმირასანის სარწყავი არხის სამუშაოები, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია წყალუზრუნველყოფილი ფართობების გაზრდის მიზნით ახორციელებდა.
პროექტი ითვალისწინებს იმირასანის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის, მაგისტრალური არხის, I და სხვა რიგის გამანაწილებლების და შიდასამეურნეო ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს.
სარეაბილიტაციო ღონისძიებების განხორციელების შედეგად, 7 სოფლის (მწყნეთი, ჭაპალა, ტალავერი, ზემო არქევანი, ქვემო არქევანი, მამხუტი) 3000-ზე მეტი ჰა სასოფლო-სამეურნეო სავარგული მოირწყვება, რითაც 1735 ოჯახი ისარგებლებს.
მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ხელმძღვანელობასთან ერთად საკითხის მოგვარების გზებზე იმსჯელა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0