გოგი ფაცაცია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა

26/10/2017

დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა.
მინისტრის მოადგილემ სტუმრებს 1992-1993 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებისა და გადმოსვენების საკითხებზე გაწეული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე გოგი ფაცაციამ კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, რომლის ეგიდითაც ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
შეხვედრის დასასრულს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლებმა მინისტრის მოადგილეს ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებისთვის მადლობა გადაუხადეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0