გორის მოსახლეობას ხვალიდან დამატებით ორი ახალი ავტობუსი მოემსახურება

09/01/2024

გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს დამატებით სარგებლობაში, კიდევ ორი ახალი EURO 5-ი სტანდარტის ავტობუსი გადაეცა. შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი გორის მუნიციპალიტეტის მერთან ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან ერთად გორის ტრანსპორტის სააგენტოს ავტოპარკში იმყოფებოდა. ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე, ასევე, სააგენტოს თანამშრომლებსაც შეხვდნენ. როგორც სააგენტოს ხელმძღვანელმა ზურაბ ჯირკველიშვილმა აღნიშნა, ახალი ავტობუსები ქალაქის მასშტაბით არსებულ ხაზებს დაემატება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სატრანსპორტო მომსახურებას. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ავტობუსები 47 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით რეგიონებს ახალი ავტობუსები გადაეცათ. „ისუზუს“ ფირმის ავტობუსები ქვეყნის 38 მუნიციპალიტეტში გადანაწილდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0