გორის მუნიციპალიტეტში არსებული საბავშვო ბაღების აღმზრდელ-მეთოდისტებისთვის ტრენინგი გამართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

“სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” სახელმძღვანელოს დასანერგად გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტში არსებული საბავშვო ბაღების აღმზრდელ-მეთოდისტებისთვის ტრენინგი გამართეს. ტრენინგს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი დაესწრნენ.
სახელმძღვანელო “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება” სასკოლო მზაობის პროგრამის ფარგლებში შემუშავდა, რომელიც ასაკისათვის შესაფერის თეორიულ მასალასთან ერთად პრაქტიკულ სავარჯიშოებს მოიცავს და სამ გარემოსდაცვით თემას აერთიანებს: ბიომრავალფეროვნება ჩვენ გარშემო, წყლისა და ენერგიის დაზოგვა, ნარჩენების მართვა.
როგორც ტრენინგის მონაწილეებმა აღნიშნეს, ერთ სახელმძღვანელოში თავმოყრილი გარემოსდაცვითი აქტივობები მათ გაცილებით გაუადვილებთ სწავლების პროცესს და მაქსიმალურად შეეცდებიან ტრენინგზე მიღებული ინფორმაციისა და მიწოდებული მასალის საკუთარ აღსაზრდელებთან გამოყენებას.
სახელმძღვანელო უკვე დაინერგა თბილისის მუნიციპალიტეტში, კახეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთისა და ქვემო ქართლის მხარეებში. 2019 წლის ბოლომდე კი “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” სახელმძღვანელოს მთელი ქვეყნის მასშტაბით დანერგვა იგეგმება.

Visited 167 times, 1 visit(s) today