გორის მუნიციპალიტეტში საკანალიზაციო სისტემის მოწყობა იგეგმება

02/03/2017

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და პოლონეთის რესპუბლიკის რაჩეხოვიცეს მუნიციპალიტეტებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტს ინჟინერთა ჯგუფი სტუმრობს. დელეგაციას მუნიციპალიტეტის წყალკანალიზაციის სამსახურის უფროსი პაველ შიდლოვსკი ხელმძღვანელობს. პოლონელმა ინჟინრებმა დღეს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომლებსა და დეპუტატებს გორის მუნიციპალიტეტის საკანალიზაციო სისტემისა და გამწმენდი ნაგებობების რეგულირების პირველადი კონცეფცია გააცნეს. კონცეფცია, ვიზიტის ფარგლებში, გამგეობის თანამშრომლებთან ერთად შემუშავდა. ინჟინრებმა ადგილზე დაათვალიერეს მუნიციპალიტეტის ტერიტორია და გაეცვნენ მის თავისებურებას. დღევანდელ შეხვედრაზე პოლონელებმა წარმოადგინეს საკანალიზაციო სისტემის სამი სავარაუდო ვერსია. ინვესტიცია განისაზღვრა დაახლოებით 112 მლნ. ლარით, სადაც ადგილობრივი თანადაფინანსება 0,03%-ია, საინვესტიციო პერიოდი კი 2017-2020 წლები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0