გორის რაიონში ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ პრობლემები შექმნა

10/06/2017

ძლიერი წვიმა და სეტყვა გორში დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. უხვი ნალექის შედეგად საავტომობილო გზები წყლით დაიფარა. სეტყვამ გორის ტერიტორიაზე ძირითადად ვაზი დააზიანა.
რაც შეეხება გორის მიმდებარე სოფლებში არსებულ მდგომარეობას, მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით ზარალთან დაკავშირებით თვითმმართველობაში ინფორმაცია არ შესულა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0