გორის სპორტის სასახლის მშენებლობა დასკვნით ფაზაში შევიდა

11/08/2017

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი გორს ესტუმრა. მინისტრმა, შიდა ქართლის გუბერნატორის პირველ მოადგილესთან, იოსებ ოქრომელიძესთან და პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატთან, იოსებ მაკრახიძესთან ერთად, რაგბის კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე მრავალფუნქციური სპორტის სასახლის სამუშაოები დაათვალიერა და ლევან ტარყაშვილისგან მშენებლობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო – ტარყაშვილი “სპორტმშენსერვისის” დირექტორია, თავის მხრივ, “სპორტმშენსერვისი”, სპორტის სასახლის დროულად და ხარისხიანად მშენებლობაზეა პასუხისმგებელი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0