გორში ბიოდეგრადირებადი პარკების საწარმო ამოქმედდა

28/05/2020

გორში ბიოდეგრადირებადი პარკების საწარმო ამოქმედდა. საწარმო შიდა ქართლის რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა დაათვალიერა და წარმოების პროცესს გაეცნო. კომპანია “ეკო ჯორჯია” სახელმწიფო პროგრამის – “აწარმოე საქართველოში” მონაწილეა, რომელსაც გორში მდებარე მიწის ნაკვეთი და 3355 კვ.მ. შენობა-ნაგებობა 1 ლარად გადაეცა. საწარმოს წარმომადგენლის თქმით, ეს ერთადერთი საწარმოა საქართველოში, სადაც არა მხოლოდ ბიოდეგრადირებადი პარკები, არამედ მისთვის საჭირო ნედლეულიც მზადდება. საწარმოს საინვესტიციო ღირებულება, დაახლოებით, 3 მილიონ ლარს შეადგენს. ამჟამად ადგილზე 25 ადამიანია დასაქმებული, თუმცა სამომავლოდ 100-ზე მეტი სამუშაო ადგილის შექმნა იგეგმება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0