გორში, რუსეთ – საქართველოს ომში დაღუპულ ჯარისკაცთა მემორიალთან სანთლების ტრადიციული აქცია მოეწყო

08/08/2017

გორში, 2008 წლის რუსეთ – საქართველოს ომში დაღუპულ ჯარისკაცთა მემორიალთან სანთლების ტრადიციული აქცია მოეწყო. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს შიდა ქართლის გუბერნატორმა, კახა სამხარაძემ და ქალაქ გორის მერმა, ზურაბ ჯირკველიშვილმა. აქციას ქალაქის მაცხოვრებლებიც შეუერთდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. ღონისძიების ბოლოს კი დამსწრე საზოგადოებამ ფრანები გაუშვა, რომლებზეც სიმბოლურად, აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების სახელები ეწერა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0