გორში საავტომობილო გზები თოვლისგან გაწმენდილია

01/02/2018

გორში საავტომობილო გზები თოვლისგან გაწმენდილია. სატრანსპორტო საშუალებები ქალაქის ქუჩებში უსაფრთხოდ გადაადგილდებიან. გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ კეთილმოწყობის სააგენტომ გაწმედითი სამუშაოები ერთი საათის წინ დაასრულა. ქალაქის ქუჩები მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად იწმინდებოდა. სამუშაოებში ა(ა)იპის თანამშრომლებთან ერთად აქტიურად იყო ჩართული საპატრულო პოლიცია.
კეთილმოწყობის სააგენტოში განმარტავენ, რომ უხვი ნალექის შემთხვევაში ქალაქში სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილების პრობლემა მომავალშიც არ შეექმნებათ.
რაც შეეხება გორის მუნიციპალიტეტის სოფლებს, თოვლისგან ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების გაწმენდით სამუშაოებს ტენტერში გამარჯვებული კომპანია ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო №1″ უზრუნვეყოფს.
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შიდა სახელმწიფოებრივი და საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელია საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0