გორში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მამუკა საღარეიშვილმა და რწმუნებულის მოადგილემ სიმონ გულედანმა გორში, შარტავას ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.

“შარტავას ქუჩაზე სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია და სულ მალე მოსახლეობა განახლებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს. გარდა ამისა, წელს გორის მუნიციპალიტეტში 4 მილიონ ლარამდე ღირებულების საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება” – აღნიშნა რწმუნებულმა.

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა. სამუშაოები მოიცავს საავტომობილო გზის მოასფალტებას, სანიაღვრე სისტემის მოწყობასა და საფეხმავლო სივრცის მოწესრიგებას. პროექტი მიმდინარე წლის გაზაფხულზე დასრულდება.

Visited 67 times, 1 visit(s) today