გორში, სამეფოს ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

28/01/2021

მუნიციპალური განვითარების ფონდის პროექტის ფარგლებში გორში, სამეფოს ქუჩას სრული რეაბილიტაცია უტარდება. სამუშაოები მოიცავს სავალი ნაწილის მოასფალტებას, ტროტუარების დეკორატიული ფილებით მოპირკეთებას, სანიაღვრე ქსელის მოწყობას, წყლისა და კანალიზაციის სისტემის შეცვლას, ასევე, გარეგანათების, ქვის სკამებისა და ურნების დამონტაჟებას. პროექტზე, ჯამში, 2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. სამუშაოების პროცესს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი გაეცნო.

“ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამეფოს ქუჩის 662 მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია. პროექტი გასულ წელს დაიწყო და მიმდინარე წლის ზაფხულისთვის დასრულდება. შესაბამისად, მალე ქალაქს კიდევ ერთი მოწესრიგებული და ინფრასტრუქტურულად გამართული ქუჩა შეემატება.“ – აღნიშნა სიმონ გულედანმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0