გორში საფეხბურთო სკოლის აშენება იგეგმება

09/12/2019

საფეხბურთო სკოლის მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა მოეწყო. შეხვედრას შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. საფეხბურთო სკოლის მშენებლობა გორში, ჭალის დასახლებაში მოიაზრება. მხარეებმა ტერიტორია დაათვალიერეს და პროექტის შესახებ იმსჯელეს.

“გორი ნამდვილად არის სპორტული ქალაქი, შესაბამისად ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ სპორტული ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო მეტად განვითარებას. ქალაქში უკვე გვაქვს თანამედროვე და საერთაშორისო დონის სპორტული ობიექტები, თუმცა ეს არ არის საკმარისი. სპორტით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის კიდევ უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო. სამომავლოდ კი არამხოლოდ გორის, არამედ რეგიონის ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ საფეხბურთო სკოლაში ისწავლონ”- აღნიშნა რწმუნებულმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0