გორში ტატულაშვილების კერამიკის მუზეუმი გაიხსნა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გორელი კერამიკოსის, გიორგი ტატულაშვილის სახელოსნო-მუზეუმის გახსნაა შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი, რწმუნებულის მოადგილე ნუგზარ სამხარაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ექსპოზიციის დამთვალიერებლები დაესწრნენ. ღონისძიებას ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი, მეუფე ისაიაც ესწრებოდა. ტატულაშვილების ოჯახმა წლების წინ დაიწყო თიხაზე მუშაობა და მათი ნამუშევრები როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთაა ცნობილი.

“მიხარია, რომ ქალაქს, ტურისტული თვალსაზრისით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ადგილი შეემატა. ტატულაშვილების სახელოსნო ბევრისთვის ცნობილია, აქამდეც არ აკლდა დამთვალიერებლები და სტუმრები, თუმცა დღეიდან ქართველ თუ უცხოელ ტურისტებს უკვე მუზეუმის სტატუსით უმასპინძლებს. ვამაყობ, რომ გორში გივი ტატულაშვილის დონის შემოქმედი გყვავს, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მხარი დავუჭიროთ მსგავსი სახის ინიციატივებს“- აღნიშნა რწმუნებულმა.

Visited 193 times, 1 visit(s) today