გორში, ხორცის გადამამუშავებელ საწარმოს პანდემიის მიუხედავად მუშაობა არ შეუწყვეტია

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ხორცის გადამამუშავებელი საწარმო ,,კულა” შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა დაათვალიერა და მუშაობის პროცესს გაეცნო. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის პარალელურად საწარმო ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს საქმიანობას, ადგილობრივ და უცხოურ ბაზრებთან ერთად, პროდუქტით საქართველოს პოლიციასა და ჯარს ამარაგებს. საწარმოში ჯამში 300 მეტი ადგილობრივია დასაქმებული. გარდა ხორცის სხვადასხვა სახის კონსერვისა, საწარმო 250-ზე მეტი დასახელების პროდუქციას აწარმოებს.

“გორის ხორცის გადამამუშავებელი საწარმო შეუფერხებლად აგრძელებეს მუშაობას, პროცესი არც შეჩერებულა, რადგან საწარმო სოფლის მეურნეობის პროდუქტის გადამამუშავებელია და იცავს ყველა დადგენილ რეკომენდაციას.” – აღნიშნა რწმუნებულმა.

საკონსერო ქარხანაში სრულად არის დაცული ჯანდაცვის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები.

Visited 98 times, 1 visit(s) today