გოჩა დგებუაძე წითელი ჯვრის საზოგადოების გამგეობის წევრებს შეხვდა

23/06/2017

სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა დგებუაძე, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გამგეობის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს წითელი ჯვრის საზოგადოებისა და სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ერთობლივი პროგრამის ,,რეგულარული სამედიცინო მომსახურეობა ჯანმრთელი ცხოვრებისათვის’’ განხორციელების პროცესი და სამომავლო პერსპექტივები. პროექტი ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი და მოწყვლადი ჯგუფების უფასო სამედიცინო მომსახურეობას. პროგრამა ხორციელდება იაპონიის საელჩოს დაფინანსებით, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით. პროექტის ინიციატორია სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობა და მხარდაჭერილია მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ. შეხვედრისას ისაუბრეს მობილური ჯანდაცვის კაბინეტის დაარსებაზე და, ასევე, შინმოვლისა და კრიზისული სიტუაციების მართვის პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე.
მიმდინარე წლის სექტემბერში მორიგ შეხვედრაზე დეტალურად განიხილება კონკრეტული პროექტები და პროგრამები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0