გოჩა კურდღელიამ მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა

13/11/2017

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა კურდღელიამ მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა და მათ მისი მოადგილეები-მამუკა პაპასკირი და ირაკლი თოფურია წარუდგინა.
„ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, ადგილობრივ თვითმმართველობაში შევინარჩუნოთ თითოეული სამუშაო ადგილი. რა თქმა უნდა მზადდება რესტრუქტურიზაცია, იქნება გუნდის გაფართოება და ეს მოხდება დაშვებული კანონმდებლობის ფარგლებში“, – განაცხადა გოჩა კურდღელიამ.
ფოთის ახალი ვიცე-მერი მამუკა პაპასკირი წლების განმავლობაში ქალაქის პროკურორად მუშაობდა, ამჟამად გახლდათ ჰიდროგრაფიული სამსახურის დირექტორის მოადგილე,ხოლო მერის მოადგილე ირაკლი თოფურია ბიზნეს სექტორში გახლდათ დაკავებული.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0