გოჩა კურდღელიამ სამშენობლო ობიექტები მოინახულა

18/12/2017

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა კურდღელიამ, მერის მოადგილეებთან მამუკა პაპასკირთან და ირაკლი თოფურიასთან, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსთან ინგა მასხულიასთან ერთად, სამშენობლო ობიექტები მოინახულა.
ისინი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის შენობის მშენებლობისა და სპორტული დარბაზის რეკონსტრუქციის პროცესს გაეცნენ.
გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრის შენობის საძირკეველის სამუშაოები დასრულებულია და იატაკის საფუძველი ეწყობა.
აქტიურ ფაზაშია სპორტული დარბაზის რეკონსტრუქცია, აქ შენობის ახალი კედლების ამოყვანა და სათავსოების მშენებლობა მიმდინარეობს. ორივე პროექტს შპა „მშენებლობის კასპიისპირეთის სამმართველო“ ახორციელებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0