გრიგოლ გიორგაძე ევროსაბჭოს დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა

21/02/2017

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე ევროპის საბჭოს პოლიტიკურ საკითხთა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს დანიელ ხოშაბოსა და დეპარტამენტის მრჩეველს მარსელ კაპის შეხვდა. ევროპის საბჭოს დელეგაციის საქართველოში ვიზიტის მიზანს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-15 კონსოლიდირებული ანგარიშის – „კონფლიქტი საქართველოში“ მომზადება წარმოადგენს. გრიგოლ გიორგაძემ სტუმრებს დევნილთა საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია მიაწოდა და ის პროექტები გააცნო, რომლებსაც სამინისტრო დევნილთა გრძელვადიანი განსახლებისა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებს. შეხვედრის დასასრულს, ევროსაბჭოს დელეგაციის წარმომადგენლებმა მინისტრის მოადგილეს ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებისთვის მადლობა გადაუხადეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0